მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

გიული ალასანიას ვარაუდით, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გადაიყვანეს

Georgian Journal

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდით, ექსპრეზიდენტი რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს. როგორც გიული ალასანია ყვება, ის შვილთან ვიზიტისთვის იყო მისული და ინფორმაცია შემთხვევით გაიგო. 

"გაიყვანეს, როგორც ჩანს. ინფორმაცია არ მაქვს. მაქვს ინფორმაცია, რომ არ არის, აღარ არის, ინფორმაცია მაქვს ის, რომ შეიკრიბა კონსილიუმი, რომლებმაც დაწერეს შესაბამისი დასკვნა, რომ უნდა გადაყვანილი იყოს მრავალფუნქციურ საავადმყოფოში და არ ვიცი, არ წამიკითხავს ეს დოკუმენტი, მაგრამ ამასობაში ყველაფრის იგნორირებით თვალწინ აგვართვეს და სადღაც წაგვართვეს, გაიარა ორმა ბრონირებულმა მანქანამ და მერე გადაიფრინა ვერტმფრენმა". - თქვა გიული ალასანიამ. 

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და პენიტენციურ სამსახურს.

ერთი საათით ადრე გავრცელებული ინფორმაციით, კონსილიუმმა გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყონებლივ უნდა გადაიყვანონ მრავალპროფილურ კლინიკაში. 

ექსპრეზიდენტის ექიმმა ისიც თქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია. პენიტენციურმა სამსახურმა კონსილიუმს განუმარტა, რომ ექსპრეზიდენტს მათთან შეხვედრა არ სურდა. 

კომენტარები