ეკონომიკა

ღარიბაშვილი: უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბითაც

წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, მთელ რეგიონში კი არა, არამედ ევროპის მასშტაბით. 9 თვის მონაცემებით, 11.3% არის ეკონომიკური ზრდა.
ამას გარდა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პროგნოზის მიხედვით, ამ წლის ბოლომდე ჩვენ გვექნება მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა.

2022 წლისთვის მშპ-ს მოცულობა 65 მილიარდ ლარს შეადგენს, ეს იქნება ისტორიული მაქსიმუმი. მშპ კი ერთ სულ მოსახლეზე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გადასცდება 5 500 დოლარს.

ჩვენ ძალიან ოპტიმისტური განწყობები, პროგნოზები და მოლოდინები გვაქვს და მომდევნო წელიც იქნება ძალიან პოზიტიური. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოს მშპ 49.4 მილიარდი ლარია [$15.9 მლრდ], ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 292 ლარი [$4 274]. 

EBRD-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-ს შეადგენს, მსოფლიო ბანკის შეფასებით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზრდება.

კომენტარები