არჩევნები 2021

ღარიბაშვილი: წარმატებებს ვუსურვებ წალენჯიხის მერს, მზად ვართ მასთან თანამშრომლობისთვის

მინდა წარმატება ვუსურვო წალენჯიხის მერს, ერთადერთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელმაც დამსახურებულად გაიმარჯვა არჩევნებში და მინდა განვუცხადო მას, რომ ცენტრალური მთავრობა ვიქნებით მზად, რომ ვითანამშრომლოთ მასთან, კონსტრუქციულ რეჟიმში. მე, როგორც პრემიერმინისტრი გავაკეთებ იმდენივეს წალენჯიხისთვის და მათი მოსახლეობისთვის, რამდენსაც სხვა დანარჩენი მუნიციპალიტეტისთვის. 

ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანამშრომლოთ ოპოზიციურ მერთანაც. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 

წალენჯიხის მერის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 51.11% მიიღო, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 48.89%.

ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ქვეყნის ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

კომენტარები