აქცია

უცნობი: ველოსიპედი რესპუბლიკის მოედანზე, ენმ-ს სიმბოლოა, თუ არ ავიღებთ, 1 რული მოვხსნათ

ველოსიპედი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დგას რესპუბლიკის მოედანზე, ასახავს ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, რეჟიმს, რომელსაც ორი რული აქვს და არსად არ მიდის. სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს გამოხატავს მათ მმართველობას და მათი სიმბოლოა. 

მე გთხოვთ, თუ ველოსიპედს არ გავიტანთ აქედან, ერთი რული მაინც მოხსენით თქვე მამაცხონებულებო, რომ წინ მაინც წავიდეთ, იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმბოლოებს, ძალიან დიდი. 

თქვა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, რუსთაველზე, მისი ორგანიზებით გამართულ აქციაზე

კომენტარები