აქცია

უცნობი სააკაშვილის სიმბოლოზე: პარალელურად მიშა და პერპენდიკულარულად – მშია

ტაბულა

"პარალელურად მიშა და პერპენდიკულარულად – მშია" – ასე მოიხსენია მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილი სიმბოლო პარლამენტთან გამართულ აქციაზე.

"გუშინ რომ ვათვალიერებდი Facebook-ს, ამომივარდა ეს დროშა. პირველი მთავარი ფორმულა თუ იცით რა არის საქართველოში? პარალელურად მიშა და პერპენდიკულარულად - მშია. თქვენ თვითონ შეხედეთ იმას, რაც თვითონ გააკეთეს. წარმოიდგინეთ, ანუ თვითონ თავისივე ბედისწერა დასცინით ამ ადამიანებს და ვერ ხვდებიან ამას, რომ ეს დროშა არის როგორც მიშა, ასევე მშია. ეს არის ამათი უბედურება. Free მიშას იძახი და ამ დროს მე წავიკითხე როგორც Free მშია". – თქვა გაჩეჩილაძემ.

პარლამენტის შენობასთან მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობის) ორგანიზებით აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი 2007 წლის 7 ნოემბერს მომხდარ მოვლენებს იხსენებენ.

კომენტარები