გირჩის წევრის, ანა ყურაშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს, რომ პარტიის ერთ-ერთი წევრი, ბორის ყურუა სუს-თან აქციაზე დააკავეს.
"გზის მეორე მხარს, სუსთან ვიდექით მშვიდად, ჩელე ჩართვას ელოდებოდა ტვ-ში და უცებ გზიდან მოხსნეს და მანქანაში ჩატენეს", - წერს ყურაშვილის Facebook-ზე.
ბორის ყურუამ მანამდე სუს-თან რამდენჯერმე გამართა პერფორმანსი.
"არაფერი დაუშავებია, ერთად ვიდექით, გავიწიე კომენტარის მისაცემად და ჩახსნეს წაიყვანეს, ხმა არ ამოუღია, არავისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, უბრალოდ გადაუგრიხეს ხელები და წაიყვანეს იმიტომ, რომ ჯანზეა", - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან სამართალდამცველებმა ოპოზიციის აქციიდან 20-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გაუგებარია რატომ აკავებენ ადამიანებს.