ყაზახეთში, ყარაღანდის ოლქში, ქალაქ აბაიში მაღაროში მეთანის გაჟონვის შედეგად დაიღუპა 6 მაღაროელი, ხოლო 2 – დაშავდა.
ავარია მაღაროს სავინტილაციო სისტემაში 7 ნოემბრის დილით მოხდა. ამ დროისთვის მაღაროში 64 მაღაროელი იმყოფებოდა. 56-მა ადამიანმა დამოუკიდებლად მოახერხა ევაკუაცია და ზედაპირზე ამოსვლა.
დაზარალებული მაღაროელები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ისინი სარეანიმაციო განყოფილებაში არიან.
მაღაროს მუშაობა ინციდენტის მიზეზის დადგენამდე შეჩერებულია.