კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 67 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 104 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 11.06%-ია

CDC/Science Photo Library

7 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 67 პაციენტი, ჩატარდა 37 115 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 104 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 627  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  11.06%. 

ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 635 შემთხვევა, აჭარა - 168, იმერეთი - 766, ქვემო ქართლი - 283, შიდა ქართლი - 246, გურია - 110, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 322, კახეთი - 420, მცხეთა-მთიანეთი - 59, სამცხე-ჯავახეთი - 80, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

53 613 აქტიური შემთხვევაა.  ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 752 855 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  688 781 პაციენტი. გარდაიცვალა - 10 435. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ

კომენტარები