კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 240 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 9.79%-ია

Covid 19-ით კიდევ 68 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 240 ახალი შემთხვევა. დღიური დადებითობა 9.79%-ია. 

NCDC-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 2 235 პაციენტი. 

ინფიცირების 5 240 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 872 შემთხვევა, აჭარა - 178, იმერეთი - 1 045, ქვემო ქართლი - 396, შიდა ქართლი - 429, გურია - 105, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 384, კახეთი - 488, მცხეთა-მთიანეთი - 144, სამცხე-ჯავახეთი - 142, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -57.

 54 203 აქტიური შემთხვევაა. 1 645 მძიმე პაციენტია.  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 350 პირი. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ

კომენტარები