COVID-19

PFIZER-ის COVID-19-ის დასალევი წამალი სიკვდილის ან ჰოსპიტალიზაციის რისკს 89%-ით ამცირებს

Pfizer-ის ახალი კვლევის მიხედვით, Covid-19-ის სამკურნალოდ განკუთვნილი მათი ახალი დასალევი მედიკამენტი, PAXLOVID-ი სიკვდილიანობის ან ჰოსპიტალიზაციის რისკებს 89%-ით ამცირებს.

Pfizer-ის ცნობით, მედიკამენტის გამოცდის დროს შედეგები იმდენად დამაკმაყოფილებელი იყო, რომ მათ კვლევა ადრეულ ეტაპზე დაასრულეს. 

საკვლევ ჯგუფში, 28 დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა სიკვდილის შემთხვევა იმ პირებში, ვინც Paxlovid-ი მიიღო. საპირისპიროდ, იმ საკვლევი ჯგუფის იმ წევრებში, ვინც პლაცებო მიიღო, დაფიქსირდა 10 ფატალური შემთხვევა. 

"დღევანდელი სიახლე მსოფლიოში ამ პანდემიის გამანადგურებელი შედეგების შეჩერების მცდელობის თამაშის წესებს ცვლის. ამ შედეგების მიხედვით, თუ ჩვენს ორალურ ანტივირუსულ წამალს, თუ დაამტკიცებენ ან რეგულატორები ავტორიზაციას მისცემენ, აქვს პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის, Covid-19-ის ინფექციის სიმძიმის შემსუბუქებისა და 10 შემთხვევიდან 9-ში ჰოსპიტალიზაციის თავიდან არიდების შესაძლებლობა", – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

ინფორმაცია Pfizer-ის მედიკამენტის წარმატების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც წინა დღეს დიდმა ბრიტანეთმა, მსოფლიოში პირველმა, Covid-19-ის სამკურნალოდ ორალური ანტივირუსული წამლის, მოლნუპირავირის გამოყენება დაამტკიცა.

BBC-ის ცნობით, დიდ ბრიტანეთს უკვე შეკვეთილი აქვს Pfizer-ის მედიკამენტის 250 000 დოზა.

Pfizer-ის ახალი მედიკამენტი, Paxlovid-ი არის პროტეაზის ინჰიბიტორის ტიპის წამალი, რომელიც ბლოკავს ვირუსის გამრავლებისთვის საჭირო ფერმენტს. ის ოდნავ განსხვავდება მოლნუპირავირისგან, რომელიც ვირუსის გენეტიკურ კოდს აზიანებს.

კომენტარები