როდესაც ადამიანს აქვს ძალიან მძიმე დანაშაულები, რა თქმა უნდა, მან პასუხი უნდა აგოს. რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა? რა არის ამაში სასიხარულო, მაგრამ ადამიანს, როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი - ადამიანი, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი იმ რეჟიმის, რომელიც აუბედურებდა, კლავდა, ოჯახები, ახალგაზრდები, გაანადგურა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეს ხომ ძალიან ცუდი იყო და არავის მოგვწონდა? ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და ვერავინ უნდა გაბედოს თავისი ქვეყნის მოქალაქეების ჩაგვრა, ძალადობა და მსგავსი დამოკიდებულება
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა
კალაძე: არაა სასიხარულო ექსპრეზიდენტის პატიმრობა, მაგრამ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს
tbl.ge/5r46
დაკოპირდა

თბილისის მერი, ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: კოალიცია ცვლილებისთვის ყრილობაზე უნდა ეხსენებინათ, რომ უკანონო პატიმრობაში ვარ
- ბრეგაძე: მარტო ყოფნა სააკაშვილს თავად უნდოდა, თუ უნდა, ვინმე შევუსახლოთ, კი ბატონო
- ჭიაბერაშვილი: EU-ს კანდიდატობის გზაზე სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა მთავარი წინაღობაა
- კულება: ელჩისთვის ქვეყნის დატოვების თხოვნა უკიდურესად მკაცრი ფორმაა, ოცნება ამას იმსახურებს
- სააკაშვილი: პუტინი დამარცხდება, ვინც მისი ბრძანებით დამატყვევა და მაწამა, იმათ შერცხვებათ




