კორონავირუსი და ეკლესია

მთავრობა: ეკლესიებში ლიტურგია უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება

ბავშვები სამების საკათედრო ტაძრის ეზოში
ტაბულა

საქართველოს მთავრობა აღდგომის ღამეს გადაადგილების შეზღუდვას გამონაკლისის სახით, რამდენიმე საათით გვიან დაიწყებს. კერძოდ, კომენდანტის საათი 1 მაისის 23:00-დან 2 მაისის 04:00-მდე იმოქმედებს.

"საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება.

ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი.

გამონაკლისის სახით, ღამის საათებში დაწესებული შეზღუდვა მხოლოდ ერთი დღით იმოქმედებს პირველი მაისის 23:00-დან ორი მაისის 04:00-მდე". – აცხადებს მთავრობა.

გარდა ამისა, სააღდგომო დღეებში ჩაიკეტება სასაფლაოებამდე მისასვლელი გზები.

გასულ წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული პრაქტიკულად არცერთი შეზღუდვა არ გავრცელებულა. კომენდანტის საათისა და მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. არაერთ ეკლესიაში დაირღვა მრავალჯერადად ორმეტრიანი სოციალური დისტანცია. ექიმების რეკომენდაციის მიუხედავად, მრევლს საერთო კოვზითაც აზიარებდნენ.

კომენტარები