კორონავირუსი საქართველოში

პრეზიდენტი აცრებზე: ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი

"კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი" - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. იქამდე, მან თქვა, რომ კატასტროფულ COVID-ვითარებაზე საპატრიარქოს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.

"პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა" - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობით აღჭურვილ პირებს, მათ შორის თავად, უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება ევალებათ ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.

"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცი ზომები იყოს მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის" - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ მიუღებლად მიაჩნია ნებისმიერი სახის ჩაკეტვა და ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვა.

კომენტარები