კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე: ჩაკეტვები, ტრანსპორტის შეჩერება – ნამდვილად გიდასტურებთ, რომ არ განიხილება

შეზღუდვებზე ნამდვილად არაა საუბარი. პანდემიის მართვის მოდელი ზოგადად მსოფლიოში შეცვლილია და მათ შორის ჩვენთანაც. შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე ახდენს ზეწოლას ე.წ. ლოკდაუნები, ტრანსპორტის შეჩერება, ჩაკეტვები – ნამდვილად გიდასტურებთ, რომ არ განიხილება. განიხილება ე.წ. არაპირდაპირი დისკომფორტის, ანუ მწვანე ბარათის შემოტანა, წამახალისებელი ღონისძიებები და იმ ყველაზე მარტივი რეგულაციების დაცვა, რომელსაც ხშირად ვიმეორებ: პირბადე, სოციალური დისტანცია და დიდ შეკრებებზე თავის არიდება, დავიბანოთ ხშირად ხელები და წავიდეთ ავიცრათ.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები