არჩევნები 2021

ჯაფარიძე: გირჩში არიან ადამიანები, რომლებიც წალენჯიხაში საკუთრების შეძენას აპირებენ

ადამიანები, ვინც აქ გვხვდებიან სავსე არიან იმედით, რომ რაღაც შეიძლება შეიცვალოს. არსად იმას ვერ შეხვდებით, რაც ახლა წალენჯიხაში ხდება. მე, უბრალოდ, მინდოდა ჩამოსვლა, ადგილზე მენახა, მათ შორის გასაუბრება გიასთან. მინდოდა მხარდაჭერა გამომეცხადებინა, არა მხოლოდ ჩემი, არამედ კოალიციის სახელით. ბევრი ბრძოლის გადატანა მოუწევს და მინდოდა განცდა ჰქონოდა, ბევრი ადამიანი დგას ახლა მის გვერდით.

[...] ჩვენ გვაქვს იდეები, რომლებიც გიასაც გავუზიარეთ. მათ შორის, შემიძლია გითხრათ, რომ გირჩში არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, რომლებიც აპირებენ წალენჯიხაში რაიმე საკუთრების შეძენას - ან მიწის, ან სახლის. ეგეთი, დაახლოებით, 6 ადამიანი ვიცი.

ამბობს გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მთავართან ინტერვიუში. წალენჯიხის მერის არჩევნებში ენმ-ს კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ქვეყნის ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.

კომენტარები