კორონავირუსი და შეზღუდვები

გაბუნია: ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება

ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება, დღევანდელი მდგომარეობით, არ იგეგმება. თუმცა, ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა იმის აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია. გასულ დღე-ღამეში საქართველოში Covid 19-ით კიდევ 49 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 6 024 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.33%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.13% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.46%.

კომენტარები