რუსეთი

რუსეთის სასამართლო სტალინის დროს რეპრესირებულთა შთამომავლების სარჩელს არ განიხილავს

Kirill Zykov / Moskva News Agency

რუსეთის უზენაესი სასამართლო საბჭოთა კავშირის პერიოდში, სტალინის მმართველობის დროს რეპრესირებულთა შთამომავლების სარჩელს არ განიხილავს. რეპრესირებულთა შთამომავლები სახელმწიფოსგან კომპენსაციას ითხოვენ.

გულაგის ბავშვებად წოდებულმა ჯგუფმა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მომჩივნები მათთვის საცხოვრებლის გადაცემას ითხოვენ, რაც რუსეთის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. თუმცა უზენაესი სასამართლოს საიტზე ნათქვამია, რომ სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე. გადაწყვეტილების მიზეზი ახსნილი არ არის.

მომჩივნების წარმომადგენელმა უფლებადამცველი ჯგუფი მემორიალი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

"გულაგის ბავშვების საჩივარი არ არის ერთჯერადი მოქმედება, ეს არის ჩვენი დიდი კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანია ისინი სახლებში დავაბრუნოთ. ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა ადამიანებმა შეძლონ დაბრუნება და საცხოვრებლის მიღება" – თქვა მემორიალის ადვოკატმა გირგორი ვაიპანმა.

1991 წელს რუსეთში მიიღეს კანონი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ. სტალინის ტერორის მსხვერპლებს და მათ შვილებს, მიენიჭათ უფლება, მიეღოთ ბინები იქ, სადაც რეპრესიებამდე მათი ოჯახები ცხოვრობდნენ. თუმცა რეგიონალურმა მთავრობებმა რესპრესირებულები საცხოვრებლის მოლოდინში მყოფ სხვა მოქალაქეებთან ერთად ჩააყენეს რიგში და სხვა შეზღუდვები დაუწესეს. შედეგად მათი ბინებით დაკმაყოფილება, შესაძლოა, უახლოეს 10-20 წელშიც კი არ მოხდეს. 2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ სახელმწიფო დუმისგან მოითხოვა, მიეღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც რეპრესიების მსხვერპლები დაუყოვნებლივ მიიღებდნენ საცხოვრებელს, თუმცა ეს ცვლილებები ამ დრომდე არ არის გატარებული.

კომენტარები