საკონსტიტუციო ცვლილებები

კობახიძე: არაფერი რომ არ შეიცვალოს კონსტიტუციაში, შეიძლება, უკეთესიც კი იყოს

ჩვენ გვაქვს დღეს დემოკრატიული კონსტიტუცია, სადაც დადგენილია პროპორციული საარჩევნო სისტემა 5%-იანი დემოკრატიული საარჩევნო ბარიერით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას ბარიერის დაწევაზე, ეს იქნება სამსჯელო თემა, მაგრამ რომ არ შეიცვალოს არაფერი კონსტიტუციაში, ამით დემოკრატიულ განვითარებას არავითარი ზიანი არ მიადგება, შეიძლება, უკეთესიც კი იყოს დემოკრატიის განვითარებისთვის იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა 5%-იანი ბარიერით არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და დემოკრატიული.

არავითარი ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს, რომ რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. როდის, რა, როგორ – ამაზე პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საუბრისას, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, პარლამენტს უნდა მიეღო.

კომენტარები