მიხეილ სააკაშვილს ვეტყოდი, რომ პრინციპულობა კარგია, თავმოყვარეობა კარგია, ოღონდ, შიმშილობა მარტო იმიტომ არ კეთდება, რომ გინდა თუ არა, ან იმარჯვებ, ან სიკვდილზე მიდიხარ. მე პირდაპირ ვეტყოდი, რომ ესეც პოლიტიკური ბრძოლის იარაღია და ეს იარაღი არ უნდა იყოს თვითმკვლელობისთვის. მე ვეტყოდი, რომ ჩემი განცდით, ეს არ არის მოკლე ვადიანი ბრძოლა და ამიტომ შეწყვიტოს შიმშილობა და დავიწყოთ გრძელვადიან ბრძოლაზე ფიქრი.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ბობოხიძე: სააკაშვილს ვეტყოდი, შეწყვიტოს შიმშილობა და დავიწყოთ გრძელვადიან ბრძოლაზე ფიქრი
tbl.ge/5qyq
დაკოპირდა

ამის შესახებ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 32-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს