არჩევნები 2021

ოქრუაშვილი: ისე არ მოხდეს, ყველა გამოვიდეს პარლამენტიდან და გუბაზი შიგნით დარჩეს

ხაზარაძის მიერ პარლამენტის დატოვებაზე ვინც აჟიტირდით, იქნებ ამიხსნათ, ჯაფარიძე, უსუფაშვილი და "დანარჩენი ლელოები" იგივეს რატომ არ აკეთებენ? ნაცების დეპუტატების სიჩუმეზე ხომ საერთოდ... ისე არ მოხდეს, ყველა გამოვიდეს პარლამენტიდან და გუბაზი შიგნით დარჩეს

წერს Facebook-ზე გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ენმ-ს მოუწოდა, პარლამენტი დატოვონ, მანდატზე უარი თქვეს პარტიის წევრები - ანა წითლიძემ და ნონა მამულაშვილმა. ენმ-ს გარდა, მამუკა ხაზარაძის შემდეგ, პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.

კომენტარები