არჩევნები 2021

ბოკერია: მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მშვიდობიან აქციაში მიიღონ მონაწილეობა

მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, ყველა მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა მიიღონ, იქამდე, მე იმედი მაქვს, რომ კონსულტაცია გვექნება და მე ვარ მომხრე, რომ არ იყოს ერთმანეთში წინააღმდეგობრივი გზავნილები. იმ საკითხზე, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს, ბუნებრივია, კომპრომისზე არ წავალთ, უბრალოდ იმიტომ, რომ ვასიამოვნოთ პარტნიორებს, რადგან ამას უფრო მძიმე შედეგი მოაქვს. 

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ოპოზიციის გეგმა ნახეთ აქ.

    კომენტარები