მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მელია სააკაშვილს: ბევრი ეცადეს, რომ ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ

ჩვენ თქვენთან ერთად არ ვაპირებთ უკან დახევას. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. უდიდესი მადლობა ადამიანს, რომელიც წირავს თავის სიცოცხლეს იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში საქართველოს დროშა თავისუფლად ფრიალებდეს. დიდი მადლობა იმ ადამიანს, რომელიც შიმშილობს სამარტოო საკანში. ვიცი, ახლა გვადევნებს თვალყურს და მინდა, მივმართო: მე ვიცი, რას განიცდი ახლა შენ მიშა. მე, როგროც შენი თანაგუნდელი, როგორც საქართველოს მოქალაქე. ბევრი ეცადეს, რომ ჩვენ, სადღაც და სადღაც მოგვარეებმა, რომ ჩვენ შორის უთანხმოება ჩამოეგდოთ, მაგრამ როდესაც ამ მცდელობებს ვხედავდი, კიდევ მეტი მოტივაცია მიჩნდება, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ იქედან კი არ გვიყურებდა ერთ-ერთი ჩვენგანი იყო გარეთ, დიდი ქართველი და ღირსეული.

თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ.

კომენტარები