არჩევნები 2021

კალაძე: ვაცნობიერებ, რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი

ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული, რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი. ძალიან კარგად ვიცი არსებული გამოწვევები, პრობლემები, თუ რა აწუხებს თბილისს, რა არის ძირითადი საჭიროებები, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გამოსწორდეს და სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ამ ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვას, სოციალურ მიმართულებას. 

დღეს ამ ქალაქს რაც ყველაზე მეტად სჭირდება არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ვართ ის გუნდი ვინც ამ ყველაფერს მოახერხებს და გააკეთებს. 

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. 

TV იმედის 18:00 საათის ეგზიტპოლების მიხედვით, საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. სხვაგან კომპანია გორბს ეგზიტპოლი არ ჩაუტარებია. ცდომილების ზღვარი 95%-იანი საიმედოობით +-2.5%-ია.

მთავარი არხის დაკვეთით კი, ეგზიტპოლები ხუთ დიდ ქალაქში ჩატარდა და ყველგან - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა. გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია ანოვამ. შედეგების შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

კომენტარები