შუქის ჩაქრობას რაც შეეხება, ასეთი რამ ხდება ხოლმე და როდესაც 1 830 უბნიდან ერთ უბანზე ქრება შუქი, ამას სჭირდება ის, რომ უნდა მოეკიდო მშვიდად, შეიძლება დაინტერესდე, რა თქმა უნდა, გადაამოწმო ყველაფერი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს პროვოკაციის საფუძველი. ამ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ნიკანორ მელიამ, ცნობილმა პროვოკატორმა გამოიყენა საბაბად პროვოკაციის მოსაწყობად, რაც არის სამარცხვინო საქციელი, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ნაცობა არის სირცხვილი და ნაცობა უნდა დავამთავროთ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ
tbl.ge/5qtf
დაკოპირდა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვაზისუბნის 62-ე უბანზე მომხდარ დაპირისპირებაზე. უბანთან ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როდესაც მოქალაქემ თავში ხელი ჩაარტყა.
ამავე თემაზე
- 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ 18 მლნ დახარჯა, ენმ-მ 3 მლნ, ლელომ – 2.5 მლნ
- არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება კვლავ პრობლემურია – TI-ის ანგარიში
- NDI არჩევნებზე: საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა
- "საკრებულოებში ვმოქმედებთ ძალაუფლების ბალანსისთვის" – სად ასახელებს გახარია კანდიდატებს
- სააკაშვილი: გავზარდოთ მასობრიობა და კედლად დავუდგეთ მოძალადეებს, აუცილებლად ჩამოვანგრევთ




