არჩევნები 2021

ვაზისუბანში ნიკა მელიას თავში ხელი ჩაარტყეს [VIDEO]

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ვაზისუბანში ენმ-ის თავმჯდომარესა და ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, როდესაც მოქალაქემ თავში ხელი ჩაარტყა.

"ამაზე ნათლად და მკაფიოდ საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა ბიძინა ივანიშვილი. მადლობა ამ დემონსტრაციისთვის. არ გავაყალბებინებთ, შუქი ჩააქრეს, ეს მთელი შპანა მოყარეს აქ, ვითომ დეპუტატების მეთაურობით". - ამბობს ნიკა მელია, როდესაც მოქალაქემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირებაა - ნიკა მელიას ინფორმაციით, უბანზე შუქი ჩააქრეს. ადგილზე იმყოფებიან ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც ნიკა მელიას დაუპირისპირდნენ. უბანთან არის"ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანიც. მელიამ დავუთულიანს ჰკითხა, თუ რატომ ჩააქრეს უბანზე შუქი, დავითულიანმა კი უპასუხა, რომ "მოკლე ჩართვა მოხდა, ეს არჩევნები კი ნიკა მელიას აქვს წაგებული".  

მანამ, სანამ ნიკა მელიას ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ, ქართული ოცნების აქტივისტებმა მას აგინეს - დაპირისპირებისას ადგილზე იყო ბექა დავითულიანიც. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე.

კომენტარები