არჩევნები 2021

ბოკერია: დღეს შანსი გვაქვს, რეჟიმს ვანახოთ, როცა ქვეყანას ასე ექცევი – არჩევნებზე დაისჯები

დღეს გვაქვს შესაძლებლობა თუ გამოვიყენეთ ჩვენი სამოქალაქო ძალა, ყველა მოქალაქემ, ვისაც გვსურს, რომ ამ ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა. ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების. თუ დღეს ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, უფრო გაიზრდება ის საფრთხე, რაც წლებია ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენი ყველას საერთო მომავლისთვის.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს და ამ ძალიან სახიფათო რეჟიმთან ერთად, ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც, რომ როცა ასე ექცევი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უტიფრად ეუბნები მოქალაქეებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ – ისინი დაგსჯიან არჩევნებზე. ეს შესაძლებლობა გვაქვს დღეს და მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და ხმა მივეცი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ხმის მიცემის შემდეგ. საქართველოში დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება.

კომენტარები