არჩევნები 2021

დეგნანი: დღეს ქართველი ხალხი აძლევს ხმას, რათა ლიდერები იყვნენ ანგარიშვალდებულნი

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობ არჩევნებზე დაკვირვებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია და დღეა, როდესაც ქართველი ხალხი გამოდის ხმის მისაცემად, რათა ლიდერები იყვნენ ანგარიშვალდებულნი, რათა ლიდერებმა გაიგონ, რა არის მათი პრიორიტეტები, იქნება ეს სამუშაო ადგილები, გზები, წყალგაყვანილობა, ჯანდაცვა. ეს არის დღე, როცა მოქალაქეებს უსმენენ. საარჩევნო უბნებზე, რომლებიც მოვინახულე, ძალიან მშვიდი გარემოა, კარგად ორგანიზებული საარჩევნო სივრცეა, მომზადებულები არიან კოვიდისთვის, ადამიანების უსაფრთხოებისთვის. იმედი მაქვს, რომ ადამიანები მოვლენ არჩევნებზე. გაიკეთეთ ნიღბები, მაგრამ მოდით და გამოხატეთ თქვენი ნება. გახადეთ თქვენი ლიდერები ანგარიშვალდებული, ეს არის დემოკრატიის არსი, ქართველი ხალხი არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. მივესალმებით, რომ საქართველოს მოქალაქეები სერიოზულად აღიქვამენ არჩევნებს.

თქვა აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

კომენტარები