მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კობახიძე სააკაშვილზე: შიმშილობაზე პასუხისმგებელი მოშიმშილეა, ციხე კურორტი არ არის

შიმშილობაზე არის პასუხისმგებელი მოშიმშილე - როდესაც ადამიანი შიმშილობს, მან, რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ბუნებრივია, ციხე არ არის კურორტი. არ უნდა ჭამა? მისი გადასაწყვეტია. მაგრამ სახელმწიფოს აქვს ერთი პასუხისმგებლობა - იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. არავის პრივილეგია არ არის გადაყვანა სამოქალაქო [საავადმყოფოში]

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილი ცეხეში 28-ე დღეა, შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება - სააკაშვილმა შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობასა და შემოწმებაზე უარი თქვა.

კომენტარები