ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა მოსახლეობას 2025 წლამდე ნაკლები საკვების მიღებისკენ მოუწოდებს

გამოცემა Radio Free Asia-ს ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ მოსახლეობას 2025 წლამდე, ქამრების შემოჭერისკენ და ნაკლები საკვების მიღებისკენ მოუწოდა. ქვეყანაში საკვების რაოდენობის შემცირების მთავარ მიზეზად ჩინეთთან საზღვრის დაკეტვა და სავაჭრო ურთიერთობების შეჩერება გახდა. მსგავსი გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ 2020 წლის იანვარში, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების აღსაკვეთად მიიღო. ხელისუფლება ჩინეთთან საზღვრის სრულად გახსნას 2025 წელს გეგმავს.

ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ამ ნაბიჯმა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უდიდესი დარტყმა მიაყენა, შედეგად ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. მასზე მოთხოვნა კი მიწოდებას საგრძნობლად აჭარბებს. საკვების დეფიციტს ადგილობრივი ხელისუფლება საგარეო ფაქტორებს, სანქციებს, ბუნებრივ კატასტროფებსა და პანდემიას უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილში ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ შესაძლოა ქვეყანაში 1990-იან წლების კრიზისზე უფრო რთული ეკონომიკური მდგომარეობა შექმნილიყო და მათ მზადყოფნისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები