კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 009 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.69%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 46 107 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი. 

დღიური დადებითობა 8.69%-ია, bolo 7 დღის - 8.89%, ბოლო 14 დღის კი - 8.97%. 

4 009 ახალი შემთხვევიდან თბილისში  1 502 დადასტურდა, აჭარაში - 105, იმერეთში - 732, ქვემო ქართლში - 273, შიდა ქართლში - 279, გურიაში - 113, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 296, კახეთში - 523, მცხეთა-მთიანეთში - 69, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი - 25.

28 ოქტომბრის დილის მონაცემაბით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 707 290 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 647 878 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 918 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 49 468 აქტიური შემთხვევაა. 

1 547 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 565 მკურნალობს, აჭარაში - 128, იმერეთში - 487. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 328 პაციენტია,  მათგან თბილისში - 178, აჭარაში - 36, იმერეთში - 30. 


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები