ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 85 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 26 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 85 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 167 700 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.15%-ით, მაქსიმალური 9.35%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.21%-ით განისაზღვრა.

კუპონური საპროცენტო განაკვეთმა 8.125% შეადგინა. კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ მოხდება, ყოველ ექვს თვეში.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

კომენტარები