მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილის ადვოკატი: ქართული სტუმართმოყვარეობა თავად გამოვცადე, უკრაინაში დამაბრუნეს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი თბილისის აეროპორტში არ შემოუშვეს და ის უკრაინაში გააბრუნეს. ამის შესახებ ადვოკატი Facebook-ზე წერს. 

"ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ თავზე გამოვცადე. 

თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს, მიზეზი არ აუხსნიათ. გამომართვეს პასპორტი, გადასცეს ის ეკიპაჟის მეთაურს. მე ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვედი, თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში". - წერს გრუშოვეცი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

კომენტარები