მიხეილ სააკაშვილის დაკავება

კაპანაძე: სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი არ შემოუშვეს და აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გიორგი კაპანაძის ინფორმაციით დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს და მას აეროპორტიდან კიევში აბრუნებენ.

"მიშას უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს და ახლა აეროპორტიდან უკან, კიევში აბრუნებენ. ცეცხლსაც აღარ ეთამაშებიან, პირდაპირ ნაღმზე აბიჯებენ ფეხს". – წერს კაპანაძე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 26-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.  

კომენტარები