მიხეილ სააკაშვილის დაკავება

წერეთელი: სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება, გამოსავალი შესაბამის საავადმყოფოში გადაყვანაა

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გათვალისწინებით, ექიმებიც, უფლებადამცველებიც და სხვებიც, ვინც ერკვევიან ვითარებაში, ყველა ამტკიცებს უკვე, რომ მისი გადაყვანა სასწრაფოდ არის აუცილებელი მრავალპროფილურ კლინიკაში. ამის ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს. თუ ეს ასე არ ხდება, ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ დააპატიმრა მიხეილ სააკაშვილი და აიღო ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა, ამით ახლა კიდევ უფრო ამძიმებს ამ პასუხისმგებლობას. მძიმდება თავად მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაც საპატიმროში. ახლა ერთადერთი გამოსავალი ამ წუთისთვის, რა თქმა უნდა, არის მისი გადაყვანა შესაბამის საავადმყოფოში, სადაც იქნება სრული მოცულობა იმ სერვისების, იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ხოლო მთავარი გადაწყვეტილება ამის არის, რომ პოლიტიკურ შურისძიებას თავი უნდა დაანებონ და სააკაშვილი გაათავისუფლონ საპატიმროდან.

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 25-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები