მიხეილ სააკაშვილის დაკავება

იუსტიციის მინისტრი: სიცრუეა, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე ვმსჯელობდით

იუსტიციის მინისტრი რატი ბეგაძე, წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე საუბარი სიცრუეა. 

"მოვისმინე ნიკოლოზ ყიფშიძის კომენტარი, რომლის თანახმადაც თითქოს ჩემთან შეხვედრისას საუბარი იყო პატიმარ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე და თითქოს ამაზე ვმსჯელობდით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს არის სიცრუე!

ექიმების ჯგუფთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, მაგრამ ერთი სიტყვაც არ თქმულა სამოქალაქო კლინიკაზე.

ტყუილს მოკლე ფეხი აქვს. დანარჩენზე მერე ვისაუბრებთ". - წერს ბრეგაძე.


ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, კონსილიუმის ყველა წევრი თანახმაა, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილი მაღალი კლასის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაიყვანენ, თუმცა, ყიფშიძის თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულება ასეთი არ არის და სააკაშვილის იქ გადაყვანა "მკვლელობის ტოლფასია". მისივე თქმით, წინა შეხვედრისას მსჯელობა იყო, თუ რომელ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანდნენ სააკაშვილს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 23-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები