მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშილობს?

ვინ უშლის ჭამას, რატომ შიმშლობს? პატიმარი სააკაშვილი არასოდეს არ იქნება პრივილეგირებული. რამდენიმე ათასი პატიმარი ზის საპატიმროებში, მათაც სჭირდებათ მზრუნველობა, ხომ? პატიმარი სააკაშილი არაფრით არ არის განსხვავებული, გარდა იმისა, რომ მას ბევრად უფრო მასშტაბური დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვიდრე სხვა დანარჩენ პატიმრებს. [მისი გათავისუფლება] გამორიცხულია. სააკაშვილი, მინიმუმ, 6 წელი იჯდება ციხეში.

ამბობს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან შიმშილობს.

კომენტარები