არჩევნები 2021

ნონიაშვილი ღარიბაშვილზე: ეს ღიად ავტორიტარული გზავნილია თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილს არავინ არ კითხავს თუ ვინ გახდება თბილისის მერი, ამას გადაწყვეტენ საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება მის განცხადებას, ეს არის ღიად ავტორიტარული გზავნილი დემოკრატიული იდეის წინააღმდეგ და თვითმმართველობის იდეის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ ადამიანებმა გადაწყვიტონ თუ ვის აირჩევენ და არა ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რომელსაც ნებისმიერი თვითმმართველობის სრული კონტროლი სურს.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც სენაკში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს თქვა, რომ ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაშიც, ცენტრალური მთავრობის გარეშე, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. 

კომენტარები