არჩევნები 2021

ხოშტარია: არ მინდა ოცნება ჩამოიშალოს, არ მინდა პრაქტიკა, ერთის გამარჯვებით მეორე რომ ქრება

მე არ მინდა, რომ ქართული ოცნება ჩამოიშალოს. იმიტომ კი არა, რომ მჯერა, თითქოს მათ რაიმე ღერძი გააჩნიათ იდეოლოგიური. უბრალოდ არ მინდა პრაქტიკა, რომ ერთის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ქრება. ესეც მინდა დამთავრდეს და მინდა ჩვეულებრივი ამბავი გახდეს ერთის მოგება და მეორის ოპოზიციაში გადასვლა და მერე პირიქით, ესაა დასამკვიდრებელი. 

ამის შესახებ დროას ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.  

გუშინ, 20 ოქტომბერს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, მის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია

კომენტარები