არჩევნები 2021

ცოტნე კობერიძის ნაცვლად გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ვიცე-მერობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა

თბილისის მერის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში მერის ერთ-ერთი მოადგილე გირჩი-მეტი თავისუფლებიდან ზურაბ ჯაფარიძე იქნება. 

ამ დრომდე თბილისის ვიცემერის პოსტზე ოპოზიციის ნაწილის საერთო კანდიდატად ცოტნე კობერიძე იყო წარდგენილი. როგორც მან Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ოპოზიციური პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებაა, რომ არჩევნების მეორე ტურში თავადაც აქტიურად ჩაერთონ.

"მეგობრებო, ვიცე მერობის კანდიდატი ჩემ მაგივრად ზურაბ ჯაფარიძე იქნება. დღეს დილით ვისაუბრეთ, აღმოჩნდა რომ სხვა პარტიის ლიდერებმა გადაწყვიტეს მეორე ტურში თვითონაც აქტიურად ჩაერთონ, ამ პროცესისთვის ზურას როლი დიდი ფაქტორია, მთავარია ხმები მაქსიმალურად მობილიზდეს და ამას ზურა როგორც ვიცე მერობის ნადიდატი ჩემზე კარგად იზამს". - წერს ცოტნე კობერიძე.

ნიკა მელიამ, ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა, სადაც, გამარჯვების შემთხვევაში, თბილისის მერის მოადგილედ სამი პარტიის ლიდერი დაინიშნება: მამუკა ხაზარაძე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. მოადგილედ დასახელდა ასევე ირაკლი აბესაძე. 

კომენტარები