მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ღარიბაშვილი სააკაშვილზე: აფერისტი კაცია, ვითომ შიმშილობს, უნდა მის დიეტაზე ვილაპარაკოთ

ეს არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ უნდა, რომ ჩვენ ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. 

დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მიხეილ სააკაშვილზე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე მე-19 დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.

კომენტარები