საგარეო ვაჭრობა

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეული

earth.com

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. 

ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 2.98 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 21.6%-ით, 7.02 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4.04 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ა.

საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები 2021 წლის იანვარ-სექტემბრის ბრუნვის მიხედვით:

  • თურქეთი - 1.48 მილიარდი დოლარი;
  • რუსეთი - 1.14 მილიარდი დოლარი;
  • ჩინეთი - 1.07 მილიარდი დოლარი;
  • აზერბაიჯანი - 789 მილიონი დოლარი;
  • აშშ - 562 მილიონი დოლარი;
  • უკრაინა - 531 მილიონი დოლარი;
  • სომხეთი - 498 მილიონი დოლარი;
  • გერმანია - 389 მილიონი დოლარი;
  • ბულგარეთი - 286 მილიონი დოლარი;
  • იტალია - 219 მილიონი დოლარი.
     

კომენტარები