საგარეო ვაჭრობა

2021 წლის 9 თვეში ექსპორტი 24%-ით, იმპორტი კი 21.6%-ით გაიზარდა, უარყოფითი ბალანსი 4 მილიარდია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3%-ით მეტია. 

ექსპორტი 24%-ით გაიზარდა და 2.98 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო იმპორტი 21.6%-ით, 7.02 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, 4.04 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4%-ა.

 

 

კომენტარები