კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 5 076 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.06%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 44 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 62 994 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 5 076 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 126 ადამიანი.  

დღიური დადებითობა 8.06%-ია, ბოლო 7 დღის - 8.77%, ბოლო 14 დღის კი - 8.04%.  

5 076 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 599 დადასტურდა, აჭარაში - 159, იმერეთში - 1 028, ქვემო ქართლში - 309, შიდა ქართლში - 387, გურიაში - 144, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 435, კახეთში - 720, მცხეთა-მთიანეთში - 137, სამცხე-ჯავახეთში - 85, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 73.

16 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად კორონავირუსით ინფიცირების 657 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 609 987 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 9 440 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 38 300 აქტიური შემთხვევაა. 

1 180 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 389 მკურნალობს, აჭარაში - 74, იმერეთში - 416. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  252 პაციენტია,  მათგან თბილისში - 131, აჭარაში - 15, იმერეთში - 24.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები