მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბურჭულაძე: ვინც ქვეყანას ჭაობში ითრევს, ასამართლებს თანამედროვე საქართველოს შემქმნელს

ამ მოედნიდან მინდა მივესალმო საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს და ვისურვო, რომ ის მალე ჯანმრთელი და თავისუფალი გვენახოს. სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში, ის, ვინც ცხრა წლის მანძილზე ხალხის ერთმანეთზე გადამტერების, ფულის კეთების, ქვეყნის ჭაობში ჩათრევის მეტს არაფერს არ აკეთებდა, ასამართლებს თანამედროვე, განვითარებულ და პერსპექტიული საქართველოს შემქმნელს

იავნანას დამფუძნებლის, მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის ვიდეომიმართვა თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე აჩვენეს.

კომენტარები