მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოკერია: მოქალაქეებს გზას უკეტავენ, ოცნება აცხადებს, რომ ძალადობის პროვოცირება აინტერესებს

ევროპული საქართველო • European Georgia / Facebook

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის გზის გადაკეტვას ეხმაურება. ბოკერიას შეფასებით, მომხდარი აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას ძალადობის პროვოცირება აინტერესებს. 

"როდესაც ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ჯგუფები გზას უკეტავენ საპროტესტო აქციაზე მიმავალ მოქალაქეებს, თან ასეთი სიძულვილის კონტექსტით, ეს პირდაპირ ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის უტიფარ განცხადებას, რომ სამოქალაქო მშვიდობა კი არ აინტერესებთ, პირიქით - ძალადობის პროვოცირება. როცა ასე იქცევა ხელისუფლება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ეკისრება მას. ამიტომ არის ნიშანდობლივი ის სამარცხვინო ამბავი, რაც ვიხილეთ დღეს". - ამბობს გიგა ბოკერია. 

ზუგდიდიდან აქციაზე დასასწრებად წამოსულ ენმ-ის მხარდამჭერებს გზა გადაუკეტეს. ადგილზე შეკრებილი ადამიანები მათ აგინებდნენ, ჰქონდათ ცოცხებიც. ანა წითლიძის ინფორმაციით, ადგილზე იყვნენ საკრებულოს დეპუტატები ქართული ოცნებიდან - თაზო ფაცაცია, ზაზა პროკოპენკო და ედიტა კოდუა.  

ასევე, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერისა და ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ცოცხები ძალდატანებით დაურიგეს და გზაზე დააყენეს, სადაც, ქართული ოცნების ინფორმაციით, მათ უნდა გაევლოთ.  

კომენტარები