მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოიძე: ქუთაისში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ძალით დაურიგეს ცოცხები და გზაზე დააყენეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ცოცხები ძალდატანებით დაურიგეს და გზაზე დააყენეს, სადაც, მათი ინფორმაციით, ენმ-ის წევრებს უნდა გაევლოთ.

"მართალია ჩვენ სხვა გზით მივდიოდით, მაგრამ მაინც რა საბრალოა ხელისუფლება 9 წლის შემდეგ მეტი არაფერის კეთება შეუძლია.

ქუთაისი განთავისუფლდება ამ უღირსი მიდგომისგან. არავის, არავის აღარ მოუწევს პოლიტიკური დავალებების შესრულება. მერია იმუშავებს ხალხისთვის, ყველასთვის. არავინ დაიჩაგრება უსმართლოდ". - წერს დეკანოიძე.

ზუგდიდიდან აქციაზე დასასწრებად წამოსულ ენმ-ის მხარდამჭერებს გზა გადაუკეტეს. ადგილზე შეკრებილი ადამიანები მათ აგინებდნენ, ჰქონდათ ცოცხებიც. ანა წითლიძის ინფორმაციით, ადგილზე იყვნენ საკრებულოს დეპუტატები ქართული ოცნებიდან - თაზო ფაცაცია, ზაზა პროკოპენკო და ედიტა კოდუა. 

კომენტარები