ფარული მოსმენები

მეუფე იოანე სუს-ზე: საქმე ის კი არაა, გისმენენ თუ არა, მთავარია, რას ლაპარაკობ და აკეთებ

როცა არეული წლები იყო, 90-იანები, სუს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა პატრიარქს აჩუქა მობილური და უთხრა, ეს განსაკუთრებული მობილურია, ვერავინ ვერ მოგისმენთო. პატრიარქმა თქვა - მომისმინონ, რად მინდა ისე, რომ არ მომისმინონო. საქმე იმაში კი არ არის, გისმენენ თუ არ გისმენენ, შენ რას ლაპარაკობ და რას აკეთებ, ეს არის მთავარი.  

ჩვენ ვაგებთ პასუხს - ხედავს ადამიანი, ვერ ხედავს, მარტო ვარ, სად ვარ, ღვთის წინაშე ვაგებთ პასუხს თითო სიტყვაზე. ამიტომ, ჩვენ მოსმენების არ გვეშინია, თუ მე სიმართლეს ვამბობ. თუ მე რაღაცას არასწორად ვიქცევი, მაშინ, რა საკვირველია, არ მინდა, რომ მომისმინონ. სუს-ი ყველა სახელმწიფოში არის უშიშროების დაცვის სამსახური, საუკუნის მანძილზე. დავით აღმაშენებელს მსტოვართა ინსტიტუტი ჰქონდა, გააერთიანა მთლიანად საქართველო. რატომ? იმიტომ, რომ არიან მოღალატეები, არიან ექსტრემისტები, არიან კრიმინალები... ამიტომ, რომ უსმენს სხვას, იმიტომ კი არა, რომ ციხეში ჩასვას, არამედ გაარკვიოს, რა სიტუაციაა ქვეყანაზე და სახელმწიფოს უკარნახოს სწორი მოქმედება, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, ერთობა და სამართალი.

ამბობს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე გავრცელებულ ფაილებზე, რომელიც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მოქალაქეების ფარული მოსმენით მიღებულ ინფორმაციას ასახავს. 

კომენტარები