ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრომ ვალდებულებების აუქციონზე 30 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 12 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 81 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.22%-ით, მაქსიმალური 9.25%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.24%-ით განისაზღვრა.

სახაზინო ვალდებულება ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სახელმწიფო ქაღალდია. მისი გაყიდვით სახელმწიფო ვალს იღებს, რომელსაც შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით ფარავს. შესაბამისად, გაყიდვის მიზანი მთავრობის ხარჯვის მხარდაჭერაა.

 

კომენტარები