The beatles

პოლ მაკკარტნი: ROLLING STONES მიყვარს, მაგრამ THE BEATLES უკეთესი ბენდია

BeFunky

The Beatles-ის ყოფილმა წევრმა, გამოცემა New Yorker-თან ინტერვიუში მეტოქე როკ ბენდის, The Rolling Stones-ის შემოქმედებაზე ილაპარაკა.

"შეიძლება არ უნდა ვამბობდე, მაგრამ როლინგ სტოუნზი ბლუზის სიმღერების ქავერ ბენდია, ვფიქრობ ჩვენი შემოქმედება გაცილებით უფრო დიდი იყო. მათი ფესვები ბლუზიდან მოდის, რასაც წერდნენ ბლუზი იყო. ჩვენ გაცილებით მეტი ინსპირაციის წყარო გვქონდა... მთლიანობაში დიდი განსხვავებაა ამ ორ ბენდს შორის, Rolling Stones მიყვარს, მაგრამ Beatles უკეთესია". – ამბობს 79 წლის მომღერალი.

მაკკარტნის ადრეულ ინტერვიუებშიც უთქვამს, რომ ბითლზი უფრო დიდი ბენდია. 2020 წელს კითხვაზე, თუ რომელი ბენდი ჯობია Rolling Stones-ის ფრონტმენმა, მიკ ჯაგერმა ასე უპასუხა:

"რთულია შეადარო, განსხვავებული შინაარსის ბენდებია, ჩვენ დიდი საკონცერტო ჯგუფი ვართ, რომელიც სტადიონებს ავსებს, The Beatles მსგავსი გამოცდილება არ ჰქონია, მასშტაბური კონცერტების კულტურა მერე ჩამოყალიბდა. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ერთი ბენდი აღარ არსებობს, მეორე კი დღემდე სცენაზე დგას". 

The Beatles მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ბენდია. პოლ მაკკარტნი, ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი – ლივერპულური ოთხეული მუსიკალურ სამყაროში 1963 წელს ალბომით Please, please me შემოიჭრა. შვიდ წელიწადში როკ ბენდმა 13 სტუდიური ალბომი გამოუშვა. 1970 წელს ალბომ Let It Be-ს გამოშვების შემდეგ ბითლზი დაიშალა. 

The Rolling Stones ლონდონში 1962 წელს ჩამოყალიბდა. 60-იან წლებში ითვლებოდა The Beatles-ის მთავარ კონკურენტად. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბენდს ოცზე მეტი სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. როლინგ სტოუნზი დღემდე აგრძელებს საკონცერტო საქმიანობას. 

კომენტარები