მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ალასანია: დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია

არ ვაძლევდი თავს იმის უფლებას, რომ მის საქმეში ჩავრეულიყავი, კი ბევრი ლაპარაკობს ამდენი შეცდომებიო, მე პირადად, რასაც ვუყურებ, ჩემს შვილს, როგორც პრეზიდენტს, შეცდომა არ დაუშვია, მე დარწმუნებული ვარ ამაში. მე საკმარისი განათლება მაქვს და ანალიზის უნარი, რომ შევაფასო. ეს იყო თავდადება, შრომა, არა მარტო მისი, ასევე მისი გარემოცვა და ჩვენც, ოჯახის წევრებიც. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, არ ვიცი რა შეცდომებზეა ლაპარაკი. თუ ვინმე უკანონოდ კარგავდა სამსახურს, ეს, ალბათ, ქვედა დონეზე, არა მგონია, ჩემი შვილის მითითებით ყოფილიყო. ჩემს შვილს ყველაფერი კარგი უნდოდა.

ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია

კომენტარები